воскресенье, 4 октября 2009 г.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი


ქუთაისის #2 6 სკოლა

შინაგანაწესი


2009/2010 წ

ზოგადი დებულება



ზოგადსაგანმათლებლო დაწესებულება 26-ე საჯარო სკოლის შრომის შინაგანაწესი განსაზღვრავს სკოლის შრომის განაწესს, ადმინისტრაციულ სტრუქტურას, მის საქმიანობის წესს და მუშაკთა ფუნქციონალურ მოვალეობას. შინაგანაწესში ფორმულირებულია სკოლის ყველა რგოლის საქმიანობის პრინციპები. შინაგანაწესი აწესრიგებს სწავლა-აღზრდის პროცესის, სწავლების სისტემისა და რეჟიმის, მოსწავლეთა და პედაგოგთა დისციპლინური წესების კანონიერების და დისციპლინური სანქციების ნორმებს, სკოლის ორგანიზაციული სტრუქტურის, კანონიერი წარმომადგენლების უფლება-მოვალეობებს, შრომით, დისციპლინურ და მათ თანმდევ ურთიერთობებს და კადრების ორგანიზების მექანიზმს.
შინაგანაწესის სახელმძღვანელო კანონმდებლობას შეადგენს: ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი ძირითადი კანონები და კანონქვემდებარე აქტები. (საქართველოს კონსტიტუცია, ”ზოგადი განათლების შესახებ კანონი” ზოგალი ადმინისტაციული კოდექსი, შრომის კოდექსი, საჯარო სკოლის წესდება, კანონი ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”)
შინაგანაწესი შედგება შემდეგი ძირითადი საკითხებისგან: ზოგადი დებულება, პედაგოგთა და მოსწავლეთა ძირითადი უფლება მოვალეობები, მუშაკთა სამუშაოზე მიღებისა და განთავისუფლების წესი, მოსწავლეთა კლასიდან-კლასში გადაყვანის, სკოლიდან დათხოვნისა და გარიცხვის პირობები, წახალისების ფორმები, შრომის პირობების დაცვის წესები.
შრომის შინაგანაწესში აღნიშნული წესები ვრცელდება და მის აუცივლებელ შესრულებას ექვემდებარება სკოლის ყველა თანამშრომელი, პედაგოგი, მოსწავლე, მშობელი.


I
სასწავლო პროცესის ორგანიზაცია


სასკოლო რეჟიმი
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ერთ ცვლაში ხუთდღიანი რეჟიმით (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
სასწავლო წელი გაყოფილია სამ ტრიმესტრად და მოცავს სავალდებულო 180 სასწავლო დღეს.
ფორსმაჟორული სიტუაციის შესაბამისად დირექტორი სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით იღებს დამატებითი არდადეგების გამოცხადების გადაწყვეტილებას. გაცდენილი დღეების ანაზღაურება დაიგეგმება შაბათი დღეების ხარჯზე.
სასწავლო პროცესი I- XII კლასებისთვის იწყბა 9 საათზე(გამონაკლისია 6 კლასი რომელიც იწყებს 12 საათზე და 25 წუთზე).
გაკვეთილის ხანგლძლივობა განისაზღვრება 45 წუთით.
გაკვეთილებს შორის შესვენება 5 წუთი. დიდი დასვენება 10 წუთი.
პირველი კლასის გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთი.
სკოლაში სასწავლო საგაკვეთილო პროცესი ორგანიზებულია კაბინეტური სისტემით.
სასწავლო წლის დაწყებამდე 10 დღით ადრე დირექტორი სკოლის ქონებრივ ფასეულობათა აღწერის მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს და ქმნის საინვენტარიზაციო კომისიას. კომისია 10 დღის ვადაში ასრულებს სამუშაოს. აღწერის მონაცემების საფუძველზე სამეურნეო სამსახურის უფროსს ევალება კატალოგის შედგენა. ინვენტარიზაციის დამთავრებისთანავე სკოლის დირექტორი 1 წლის ვადით საგნობრივი კათედრების კურატორებს (გამგეებს) გადასცემს კათედრის სარგებლობაში საჭირო ინვენტარს. კაბინეტზე (აუდიტორიასა და ინვენტარზე) პასუხისმგებელია კაბინეტის გამგე.


II
მუშაკთა სამუშაოზე მიღება და დათხოვნა


სკოლის ადმინისტრაცია, მუშაკის სამუშაოზე მიღებისას(შრომის ხელშეკრულების გაფორმებისას) მისაღები პირისაგან ითხოვს შემდეგ დოკუმენტებს:.
ა)შრომის წიგნაკს(გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც მუშაკისათვის შრომის ხელშეკრულება იდება პირველად, ან მუშაკი სამუშაოზე მიიღება შეთავსებით).
ბ)განათლების კვალიფიკაციის ან სამუშაოზე მიღებისას სპეციალურ ცოდნას ან სპეციალურ მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტები
გ)სამედიცინო დასკვნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ არ არსებობს ხელისშემსლელი გარემოებები საბავშვო დაწესებულებაში მუშაობისათვის. სანიტარული წიგნი.
დ)პირები რომლებიც სამუშაოზე მიიღებიან შეთავსებით, ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ცნობა ძირითადი სამუშაო ადგილიდან დაკავებული თანამდებობუსა და მუშაობის გრაფიკის მითითებით.




სამუშაოზე მიღება ფორმდება ბრძანებით.
მუშაკის სამუშაოზე მიღებისას, ან დადგენილი წესით მისი სახვა სამუშაოზე გადაყვანისას ადმინისტრაცია ვალდებულია გააცნოს მას შემდეგი დოკუმენტები:
ა) სკოლის წესდება
ბ)სკოლის შინაგანაწესი და მოქმედი წესები

ადმინისტრაცია გამოსცემს ბრძანებას მუშაკის სამუშაოზე მიღებასთან დაკავშირებით, მუშაკისათვის ხელწერილის ჩამორთმევით(პირადი განცხადება)
სხვა სამუშაოზე გადაყვანილი მუშაკის ახალ სამუშაოზე დაშვებისათვის სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია გააცნოს მუშაკს დაკისრებული ვალდებულებები, სამუშაოს პირობები და შრომის ანაზღაურების წესი.
ყოველ მუშაკზე გახსნილია პირადი საქმე, რომელიც შედგება კადრების აღრიცხვის პირადი ფურცლისაგან,ავტობიოგრაფიისაგან, განათლების, კვალიფიკაციის, პროფესიული მომზადების და ატესტაციის შედეგების მასალების, დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებისაგან. სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დანიშვნის ბრძანების ამონაწერი. გადაყვანის, წახალისების და განთავისუფლების შესახებ.
პირადი საქმე სკოლაში ინახება მუშაკის განთავისუფლების შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში.


III
მუშაკის ვალდებულებები

სკოლის ყველა მუშაკი ვალდებულია:
· კეთილსინდისიერად იმუშაოს, დაიცვას მუშაობის დისციპლინა, დროულად და ზუსტად შეასრულოს სკოლის დირექტორის და ადმინისტრაციის განკარგულებები, მკაცრად შეასრულოს სკოლის წესდება და სკოლის შინაგანაწესის წესები, გამოიყენოს ყოველი სამუშაო საათი სასარგებლო, ნაყოფიერი შრომისათვის, თავი შეიკავოს მოქმედებისაგან რომელიც ხელს უშლის სხვა მუშაკებს შეასრულონ თავიანთი მოვალეობები.
· აიმაღლოს სამეცნიერო მეთოდური დონე, კვალიფიკაცია.
· დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოებისა და შრომის დაცვის მოთხოვნები. ტრამვატიზმის ყველა შემთხვევა დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციას, პედაგოგები პასუხს აგებენ ბავშვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.
· დაიცვას შრომის ჰიგიენა და სანიტარული ნორმები.
· დაიცვას სკოლის შენობით სარგებლობის და სახანძრო უსაფრთხოების წესები.
· რაციონალურად გამოიყენოს სასკოლო მასალა, ელექტროენერგია, გათბობა წყალი, გაუფრთხილდეს სკოლის საკუთრებას.
· სამსახურისა და საზოგადოების თავშეყრის ადგილში მოიქცეს ღირსეულად, დაიცვას კოლექტივში ქცევის ეთიკური ნორმები, იყოს ყურადღებიანი და თავაზიანი სკოლის კოლექტივის წევრებთან და მშობლებთან.
· დროულად და აკურატულად შეავსოს დადგენილი დოკუმენტაცია.
· დადგენილი დოკუმენტაცია აწარმოოს სახელმწიფო ენაზე.



სკოლის ხელმძღვანელობა ვალდებულია:
უზრუნველყოს მასწავლებელი(მოსწავლე) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოთი
მასწავლებელს შეუქმნას მუშაობისათვის აუცილებელი კომფორტული პირობები
შეფერხების გარეშე უზრუნველყოს კუთვნილი შრომის ანაზღაურების გაცემა
საქრთველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დადგენილი წესით უზრუნველყოს მასწავლებლის შრომის ანაზღაურების შესაძლო ზრდა.
უზრუნველყოს: სასწალო პროცესისათვის სათანადო გარემოთი, სასწავლო და მეთოდური ლიტერატურით, აკადემიური თავისუფლებით იმ ფარგლებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას, კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობით
გააცნოს შრომის შინაგანაწესი და მასში შეტანილი ყველა ცვლილება.



პედაგოგი ვალდებულია:


ა)იზრუნოს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივ ცნობიერების ჩამოყალიბებაზე. დაიცვას მოსწავლის უფლებები და ინტერესები.
ბ)გამოცხადდეს სამსახურში ცხრილით გათვალისწინებული გაკვეთილის დაწყებამდე 15 წეთით ადრე.
გ)შექმნას უსაფრთხო გარემო, არ დაუშვას ფიზიკური ან მორალური ძალადობის გამოყენება მოსწავლეთა მიმართ, პატივი სცეს და დაიცვას მოსწავლეთა ღირსებები, ყველა სადავო საკითხი მოსწავლეებთან გადაჭრას თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის გზით.
დ) უზრუნველყოს კვალიფიციური სწავლება და სასწავლო შედეგების მონიტორინგი.
ე) მიიღოს ყველა გონივრული ზომა მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად.
ვ)მოერიდოს მოსწავლის პირადი საკითხების საჯარო განხილვას.
ზ)მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული სკოლის ქონების დაზიანება ან განადგურება მოსწავლეთა მხრიდან.
თ) მიიღოს საგანგაშო ზომები მოსწავლეთა მხრიდან სკოლის მატერიალური ქონების დაზიანებისა თუ განადგურების შემთხვევაში
ი)იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე. ასევე სკოლის განვითარებაზე.
კ)მონაწილეობა მიიღოს სასკოლო სასწავლო გეგმების შემუშავებაში.


კლასის დამრიგებელი ვალდებულია:

ა)შეასრულოს კლასის დამრიგებლის თანამდებობრივი მოვალეობები:
· უზრუნველყოს კლასში წესრიგი,იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, ხელი შეუწყოს დისციპლინის დამკვიდრებას და დაცვას.
· პირადი პასუხისმგებლობის შეგნებით მოსწავლეებს თავიდან ააცილოს ყველა სახის კონფლიქტი.
· დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდისა და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან.
· ხელი შეუწყოს სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ქცევის წესების დაცვას კლასის ფარგლებში.
ბ) კვირაში ერთხელ ჩაატაროს კლასის საათი.

დამრიგებელი ვალდებულია სადამრიგებლო კლასს მეთვალყურეობა გაუწიოს გაკვეთილების დამთავრებამდე (ბოლომდე)
სასწავლო პროცესის ნორმანულ მსვლელობაზე პასუხს აგებს სართულის მორიგე მასწავლებელი.



ადამიანური რესურსების მართვა

სკოლის დირექცია ვალდებულია:
· შექმნას ადამიანური რესურსების მართვის ნათლად ჩამოყალიბებული ორგანიზაციული სტრუქტურა.
· პერიოდულად გამოაქვეყნოს მასწავლებლის საქმიანობის შიდა სასკოლო შეფასების სარეიტინგო კვლევის შედეგები
· ადამიანური რესურსების ეფექტური მართვის მიზნით შეიმუშავოს დასაქმების პოლიტიკის მარეგურილებელი სამართლიანი და ეფექტური დებულება.
· დებულებით უნდა დარეგულირდეს: სამუშაოზე აყვანის ძირითადი პროცედურები (შერჩევა, დასაქმება, გათავისუფლება).
· თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და ტრენინგების პროგრამა
· თანამშრომელთა შეფასების სისტემა(მონიტორინგი, შეფასების ინდიკატორები, წახალისების მექანიზმები)



IV სამუშაო დრო



მუშაკისათვის დაწესებულია ხუთდღიანი სამუშაო კვირა.
მუშაკის სამუშაო დრო იწყება 845 საათზე და მთავრდება 1500 საათზე.
პედაგოგიური მუშაკების სამუშაო დრო განისაზღვრება სკოლის შიდა სამუშაო განაწესით. წლიური სასწავლო გეგმით, სასწავლო ცხრილით და თანამდებობრივი მოვალეობებით.
სასწავლო წლის განმავლობაში დადგენილი სასწავლო დატვირთვის გაზრდა ან შემცირება შესაძლებელია:
ა)მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.
ბ)ადმინისტრაციის ინიციატივით, სასწავლო გეგმით და პროგრამებით, საათების ან კლასების შემცირების შემთხვევაში.


აღნიშნული ცვლილებების შესახებ მუშაკს უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე. თუ მუშაკი არ არის თანახმა გააგრძელოს მუშაობა ახალ პირობებში შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილად ითვლება.
ახალი სასწავლო წლისათვის პედაგოგთა ტარიფიკაციის განხორციელებისას ყოველი პედაგოგის სასწავლო დატვირთვა დგინდება სკოლის დირექტორის ბრძანებით, სკოლის საგნობრივი კათედრების აზრის გათვალისწინებით.
ახალი სასწავლო წლისათვის პედაგოგიური მუშაკის სასწავლო დატვირთვის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ პედაგოგიურ მუშაკს შეუნარჩუნდეს სამუშაო დატვირთვის მოცულობა.
სკოლაში პედაგოგის სასწავლო დრო განისაზღვრება საგაკვეთილო ცხრილით, რომელსაც ადგენს და ამტკიცებს სკოლის ადმინისტრაცია.
პედაგოგიური მუშაკისათვის, იქ სადაც შესაძლებელია განისაზღვრება კვირაში ერთი თავისუფალი დღე მეთოდური სამუშაოებისათვის და კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
სკოლის გეგმით გათვალისწინებული(პედაგოგიური საბჭოს სხდომა, სამეურვეო საბჭოს შეკრება და ა.შ) გაკვეთილების მორიგეობის, სკოლის შიდა ღონისძიებებისაგან თავისუფალი დრო პედაგოგს შეუძლია გამოიყენოს თავისი შეხედულებებისამებრ.
სკოლის ადმინისტრაცია პედაგოგს ავალებს სკოლაში მორიგეობას. პედაგოგთა მორიგეობის გრაფიკს ამტკიცებს დირექტორი და უზრუნველყოფს მის განთავსებას თვალსაჩინო ადგილას.
ზამთრის და ზაფხულის არდადეგების პერიოდი, რომელიც არ ემთხვევა მორიგ შვებულებას, წარმოადგენს პედაგოგიური და სხვა სკოლის მუშაკების სამუშაო დროს.ამ პერიოდში ადმინისტრაცია პედაგოგებს ავალებს პედაგოგიურ და საორგანიზაციო სამუშაოებს (სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს არდადეგების დაწყებამდე მათ საგაკვეთილო დატვირთვას)
პედაგოგიურ მუშაკებს ეკრძალებათ შეცვალონ სამუშაო გრაფიკი და საგაკვეთილო ცხრილი თავისი შეხედულებისამებრ.


V
დასვენების დრო


მუშაკების დასვენების დღეებია შაბათი და კვირა
ადმინისტრაცია არ მუშაობს შემდეგ უქმე დღეებში:
1-2 იანვარს
7იანვარს
19იანვარს
3 მარტს
8მარტს
9აპრილს
აღდგომის დღესასწაულზე და აღდგომის მეორე დღეს (თარიღი გარდამავალია)
9 მაისს
12 მაიის
26 მაისს
28 აგვისტოს
14 ოქტომბერს
23 ნოემბერს







ყოველ მუშაკს ეძლევა ყოველწლიური შვებულება სამუშაო ადგილის და ხელფასის შენარჩუნებით. შვებულების მიცემისა და საშვებულებო კონპენსაციის წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
შვებულებაში წასვლის რიგს აწესებს ადმინისტრაცია


VI
შრომის დისციპლინა


სამუშაო მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისათვის, ნოვატორობისათვის, მოსწავლეთა სწავლებასა და აღზრდაში მიღწეული წარმატებებისათვის, გამოიყენება წახალისების შემდეგი სახეობები:
· მადლობის გამოცხადება
· პრემიის გაცემა
· ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება

განსაკუთრებული შრომითი დამსახურებისათვის ადმინისტრაციას შეუძლია გამოიყენოს წახალისების სხვა სახეობები
წახალისება ცხადდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით და ეცნობა სკოლის მთელ კოლექტივს
შრომის დისციპლინის დარღვევისათვის ადმინისტრაცია იყენებს შემდეგ სასჯელებს პედაგოგის მიმართ, რომელიც წარმოდგენილია დანართის სახით და გამოქვეყნებას არ ექვემდებარება.



VII
სკოლის მოსწავლეთა ქცევის წესები:

მოსწავლეს უფლება აქვს:
· სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების ფარგლებში მიიღოს ზოგადი განათლება.
· იქონიოს საკუთარი აზრი, დაცული იქნას ყოველგვარი ფიზიკური და მორალური შეურაწყოფისაგან.
· მიმართოს დისციპლინარულ საბჭოს და დირექტორს კონფლიქტური სიტუაციის გადასაწყვეტად(მოსაგვარებლად).
· აირჩიოს და არჩეულ იქნას მოსწავლეთა თვითმმართველობასა და სამეურვეო საბჭოში
· დაესწროს მოსწავლეთა თვითმმართველობის შეხვედრებს.

მოსწავლე ვალდებულია:
· დაესწროს ყველა გაკვეთილს საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისად.
· წარუდგინოს კლასის დამრიგებელს გაცდენის ოფიციალური ახსნაგანმარტება ერთი გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაშიც.
· მოვიდეს სკოლაში გაკვეთილის დაწყებამდე 10 წეთით ადრე.
· სკოლაში მოსული მოსწავლის გარეგნული იერი უნდა შეესაბამებოდეს საქმიან ატმოსფეროს.
· პატივისცემით მოეპყრას ტექნიკური პერსონალის შრომას, თვალყური ადევნოს სისუფთავეს და გაუფრთხილდეს სკოლის საკუთრებას.
· იქონიოს საგეკვეთილო ცხრილის შესაბამისად საჭირო სასწავლო ნივთები.
· საკლასო ოთახიდან გასვლა დასაშვებია მხოლოდ მასწავლებლის ნებართვით
· სკოლაში დაიცვას წესრიგი და სიჩუმე.
· სკოლისთვის მიყენებული ზარალი აანაზღაუროს მშობელმა.



მოსწავლეს ეკრძალება:

· სკოლაში მისვლა ზედმეტად მოდური, გამომწვევი ტანსაცმლით, მაკიაჟით და არააკურატული ვარცხნილობით.
· დოკუმენტურად გაფორმებული საპატიო მიზეზის გარეში გაკვეთილის გაცდენა, გაკვეთილზე დაგვიანება.
· სკოლის თანამშრომლის გარეშე სკოლის აღჭურვილების გამოყენება (ხელსაწყოები, დაზგები)
· შესვენებაზე ჭიდაობა, ყვირილი, ჩხუბი.
· სკოლაში ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთების მიტანა
· დირექტორის ნებართვის გარეშე შესვენებაზე შენობიდან გასვლა
· სკოლის შენობის გაფუჭება დაზიანება, საკლასო ოთახებისა და კოლიდორების დანაგვიანება.
· სკოლაში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მისვლა
· სიგარეტის მოწევა
· ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება
· საგაკვეთილო პროცესის დროს მობილური ტელეფონით სარგებლობა.


პასუხისმგებლობა

მოსწავლეს დისციპლინური დარღვევებისათვის შეიძლება დაედოს დისციპლინური სახდელი ან სახდელის განსაკუთრებული ფორმა- სკოლიდან გარიცხვა

მოსწავლის დისციპლინური სასჯელებია:
ა)გაფრთხილება
ბ) საჯაროდ ბოდიშის მოხდა
გ)საყვედური
დ)სასტიკი საყვედური

მოსწავლეს გაფრთხილება შეიძლება გამოეცხადოს:
ა)გაკვეთილზე ან დასვენებაზე დისციპლინის მსუბუქი დარღვევისათვის
ბ) უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის
გ) ამხანაგის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის
დ)ორი ან მეტი დაგვიანებისათვის ან გაკვეთილის (არა საპატიო მიზეზით) გაცდენისათვის
ე) სასკოლო პროცესისადმი ზერელე დამოკიდებულებისათვის
ვ) სასკოლო ქონების დაზიანებისათვის

საყვედური შეიძლება გამოეცხადოს
ა) გაფრთხილების განმეორებით მიღებისას
ბ) გაკვეთილზე ან დასვენებაზე დისციპლინის დარღვევისათვის
გ)უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის
დ) ამხანაგის სიტყვიერი ან მცირე ფიზიკური შეურაცხიბისათვის.
ე)მასწავლებლის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის
ვ) ხუთი ან მეტი დაგვიანებისათვის, ან ერთზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის
ზ)სასწავლო აღმზრდელობითი პროცესისადმი ზერელე დამოკიდებულებისათვის

სასტიკი საყვედური შეიძლება გამოეცხადოს:
ა) გაფრთხილებისა და საყვედურის,ან ორი საყვედურის მიღებისას
ბ)დისციპლინის უხეში დარღვევისათვის
გ)ათზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის
დ) ამხანაგის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის
ე) სწავლისადმი სისტემატიური ზერელე დამოკიდებულებისათვის


დისციპლინური სახდელის გამოცხადების შესახებ კეთდება სათანადო ჩანაწერი მოსწავლის პირად საქმეში. 6 თვის შემდეგ მოსწავლის ან მშობლის პირადი განცხადების საფუძველზე დისციპლინური სახდელის დამდების გადაწყვეტილებით შეიძლება მოეხსნას სახდელი პირად საქმეში სათანადო ჩანაწერის გაკეთებით.
მოსწავლის მიმართ შესაძლოა ასევე გამოყენებულ იქნას ისეთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, როგორიცაა:
ა)სკოლიდან დროებით დათხოვნა
ბ)სკოლიდან გარიცხვა

სახდელის განსაკუთრებული ფორმა-სკოლიდან გარიცხვა დასაშვებია თუ მოსწავლე:
ა)სასტიკი საყვედურის მიღების შემდეგ ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რაც იმსახურებს დისციპლინარულ სასჯელს.
ბ) სისტემატიურად უხეშად არღვევს დისციპლინას
გ)სისტემატიურად აცდენს გაკვეთილებს არასაპატიო მიზეზით
დ)მასწავლებელს მიაყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ან დაემუქრება მას რაიმე ფორმით
ე)მოსწავლეს მიაყენებს უხეშ ფიზიკურ შეურაცხყოფას
ვ)სკოლაში გამოცხადდება ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ.
ზ)სკოლას მიაყენებს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს
თ) თუ მის მიმართ ძალაში შევა სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენი

მოსწავლის სკოლიდან ხუთ დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს სკოლის დირექტორს, ხოლო 5-10 დღემდე ვადით დათხოვნის , ან სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება-დისციპლინურ კომიტეტს ფარული კენჭისყრით.
დაუშვებელია მოსწავლის ჩხრეკა, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩხრეკის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა. მოსწავლის ჩხრეკა შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სკოლის მიერ საამისოდ უფლებამოსილმა პირმა. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური ჩხრეკვა.
დისციპლინური გადაცდომის საქმეებს იხილავს დისციპლინური კომიტეტი, რომელსაც ირჩევს სამეურვეო საბჭო.
კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს უფლება აქვს წერილობითი საჩივრით მიმართოს სკოლის დირექტორს ორი კვირის განმავლობაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ. დირექტორი საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან ორი კვირის ვადაში. დირექტორის გადაწყვეტილება და მისი ქმედება შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში,გადაწყვეტილების გაცნობიდან ორი კვირის ვადაში. სამეურვეო საბჭო ვალდებულია განიხილოს საჩივარი ერთი თვის ვადაში.
საჩივარი არ განიხილება თუკი მასში არ არის მითითებული შემდეგი



ინფორმაცია:
ა) განმცხადებლის ვინაობა
ბ)უფლების დარღვევის არსი
გ)მოთხოვნის არსი


მშობელის უფლება მოვალეობები:
ა)მშობელი უფლებამოსილია: მიიღოს აქტიური მონაწილეობა სკოლის მართვაში, სამეურვეო საბჭოსა და მშობელთა სათათბიროს არჩევნებში. წარმატების შემთხვევაში არჩეულ იქნას სკოლის მაკონტროლებელ თუ სათათბირო ორგანოში.
ბ)მოითხოვოს მისთვის საინტერესო საჯარო ინფორმაცია
გ)ითანამშრომლოს მასწავლებლებთან და დაიცვას სკოლის შინაგანაწესი
დ)არ დაუშვას არასაპატიო მიზეზით შვილის გაკვეთილზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება, სასკოლო ნივთების გარეშე სკოლაში მისვლა, არასასკოლო ნივთების სკოლაში მიტანა.
ე)პირველი მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სკოლაში.
ვ)აანაზრაუროს სკოლისადმი მისი შვილის მიერ მიყენებული ზარალი.
ზ)მშობელთათვის ღია კარის დღეა ყოველი კვირის პარასკევი.




VIII

მოსწავლეთა შეფასება

1. საწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის გავლისას მოსწავლის მიერ სასწავლო სამუშაობი ფასდება პედაგოგის მიერ იმავე დღეს და იწერება ქულა.
2. იკრძალება შეფასება(ნიშნისდაწერა) ყოფაქცევაში.
3. საბოლოო შეფასება იწერება არნაკლებ ოთხი მიმდინარე შეფასების საფუძველზე
4. დავალებული სამუშაოს შეუსრულებლობა, ან მოსწავლის სისტემატური მოუმზადებლობა გაკვეთილზე პედაგოგის მიერ შეიძლება შეფასებულ იქნეს არადამაკმაყოფილებლად.
5. ზოგადი განათლების ყოველი საფეხურის დასრულების ბოლოს (დაწყებითი -IV კლასი, საბაზო IXკლასი, საშუალო კურსის ყოველ კლასში-X-XI-XII)მოსწავლეს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სამ საგანში ენიშნება სავალდებულო ტესტური გამოცდა.
6. მოსწავლეს მოეთხოვება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში შეფასების სუსტი დონის დაძლევა.(სუსტი დონე მოიცავს 1-3 ქულას).
7. მოსწავლის გამოუცხადებლობა გამოცდაზე არასაპატიო მიზეზით, შეიძლება შეფასდეს საბოლოო ნიშნით ”არადამაკმაყოფილებელი”.
8. მოსწავლის ან მისი მშობლის წერილობითი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია საბოლოო შეფასების გამოსწორება. განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს შეფასების მიღებიდან ორი დღის განმავლობაში. შეფასების გადასახედად დირექტორის ბრძანებით იქმნება კომისია
9. მიმდინარე შეფასების გამოსწორება შესაძლებელია ძირითად (საგნის) მასწავლებელთან შეთანხმებით.
10. მოსწავლეები რომლებსაც აქვთ წლიური არადამაკმაყოფილებელი შეფასება ენიშნებათ აუცილებელი დამატებითი გაკვეთილები ზაფხულის არდადეგებზე, შემდგომ _ გამოცდები აგვისტოს თვეში.
11. საგამოცდო ინსტუქციის შემუშავებასა და შესრულებაზე პასუხისმგებელია დირექტორის მოადგილე. საგამოცდო ინსტრუქციას ათახმებს პედაგოგიური საბჭო და ამტკიცებს დირექტორი.


IX
სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა


პირველ კლასში მიიღებიან ბავშვები 6 წლის ასაკში, რომლებიც თავიანთი შესაძლებლობებით (უნარებით) შეესაბამებიან სკოლის საგანმანათლებლო პროგრამებს, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების ფარგლებში.
პირველ კლასში ჩასარიცხად საჭიროა განცხადების გაკეთება სკოლის ადმინისტრაციაში ჩარიცხვა ხდება წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.
ა)მშობლის განცხადება დირექტორის სახელზე.
ბ)ცნობა მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან რეგისტრაციის შესახებ.
გ)ბავშვის დაბადების მოწმობის დედანი და ასლი
დ)სამედიცინო ბარათი (ფორმა 100) ექიმის დასკვნით ბავშვის სასკოლო მზადყოფნის შესახებ.
ე)ორი ფოტოსურათი 3 X 4-ზე
ვ)დოკუმენტების მიღების ვადას ადგენს სკოლის ადმინისტრაცია.



X
შრომის დაცვა
1. ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო.
2. ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს ყველა სამუშაო ადგილის სათანადო ტექნიკით მოწყობა და იქ შრომის ისეთი პირობების შექმნა, როგორიც შეესაბამება შრომის დაცვის წესებს (უსაფრთხოების წესები, სანიტარული ნორმები და სხვა)
3. მუშაკი მოვალეა შეასრულოს შრომის დაცვის ინსტრუქციები
4. შრომის დაცვის ინსტრუქციის ყველა მოთხოვნის შესრულების მუდმივი კონტროლი ეკისრება ადმინისტრაციას.




დასკვნითი დებულება
1. სკოლის შინაგანაწესი ძალაში შედის სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცების დღიდან.
2. სკოლის შინაგანაწესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის უფლება აქვს სამეურვეო საბჭოს
3. სასკოლო შინაგანაწესს უნდა გაეცნოს ყველა მუშაკი, მოსწავლე და მშობელი და გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას.



XI
სკოლის დამატებითი ფინანსური აქტივები


სკოლა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან უზურფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების პირობებში უფლებამოსილია აწარმოოს:
· გრანტების მოზიდვა (წარმატებული პროექტების ფინანსური აქტივები)
· ეკონომიკური საქმიანობით შემოსული ფინანსური აქტივები(ფართის გაქირავება, იჯარა)
· ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება
· ნებაყოფლობითი შემოწირულობა
· საქვემოქმედო აქციების ფინანსური აქტივები
· ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დამატებითი მიზნობრივი დაფინანსება
სკოლის ყველა სახის ფულადი შემოსავალი აისახება ბიუჯეტში. საგანმანათლებლო თუ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგება საბანკო ოპერაციების გავლით ჩაირიცხება სკოლის საბანკო ანგარიშზე.




დანართი



მასწავლებლის მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები (სახდელები):
ა)გაფრთხილება
ბ)საყვედური
გ)სასტიკი საყვედური
დ)ხელფასის დაკავება, მაგრამ არაუმეტეს მთლიანი თანხის 30%-ისა.
ე) სამსახურიდან გათავისუფლება

მასწავლებელს შეიძლება გამოეცხადოს
ა)გაფრთხილება:
· ორზე მეტი დაგვიანებისათვის ან გაკვეთილის გაცდენისათვის
· პედაგოგიურიდა კოლეგიალური ეთიკის ნორმების დარღვევისათვის.
· უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის
ბ)საყვედური:
· მეორე გაფრთხილების მიღებისას.
· 5-ზე მეტი დაგვიანებისათვის ან 2 და მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისას
· პედაგოგიური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევისათვის
· მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფისათვის
· სკოლისათვის მატერიალური ზარალის მიყენებისათვის (გაუფრთხილებლობით)
· უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის
· პედსაბჭოს არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის
· მშობელთა კრებაზე გამოუცხადებლობისათვის
· კალენდარული გეგმის შეუსრულებლობისათვის ან მისი არქონისათვის
· დამრიგებლისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის
გ)სასტიკი საყვედური
· ორი საყვედურის ან გაფრთხილებისა და საყვედურის მიღებისათვის
· სისტემატიური დაგვიანებისათვის ან 10-ზე მეტი გაცდენისათვის
· მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფისათვის
· შინაგანაწესით დაკისრებულ მოვალეობათა ან უხეში გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობისათვის
· სკოლისათვის მატერიალური ზარალის განზრახ მიყენებისათვის
· გაკვეთილის ჩაშლისათვის
დ) მასწავლებელი სამუშაოდან შეიძლება გათავისუფლდეს:
· სატიკი საყვედურის მიღების შემდეგ ისეთი ქმედების ჩადენისათვის, რაც იმსახურებს დისციპლინურ სახდელს
· პედაგოგიური ეთიკის ნორმების განსაკუთრებით უხეში დარღვევისათვის
· მოსწავლის ან კოლეგის განზრახ ფიზიკური შეურაცხყოფისათვის
· სისტემატიური დაგვიანებისა და გაცდენისათვის
· სკოლისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის მიყენებისათვის
· უსაფრთხოების წესების ისეთი უხეში დარღვევისათვის, რაც მოსწავლის ან კოლეგის დაზიანების მიზეზი გახდა.
· მეცადინეობის სისტემატიური ჩაშლისათვის

Комментариев нет:

Отправить комментарий